ახალი ამბები

თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი დაზარალებულებს ეხმარება

15.06.2015
თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი დაზარალებულებს ეხმარება

დღეს დილის 9 საათიდან „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ვაკის გამგეობაში წითელი ჯვრის აქციაში ჩაერთნენ.

აქ განთავსებულია წითელი ჯვრის კარვები, სადაც დაზარალებულთათვის პროდუქტების და სამოსის შეგროვება და გადანაწილება ხდება.

14 ივნისს, "თბილისი 2015"-მა შექმნა სპეციალური კრიზისული ჯგუფები, რომლებიც გადანაწილდნენ სტიქიით დაზარალებულ ლოკაციებზე: გმირთა მოაედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე, მზიურის პარკში. "თბილისი 2015"-ის გუნდი ამჟამადაც მუშაობს და გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს დაზარალებულ ადამიანებსა და ქალაქის მერიას შესაბამის სამუშაოებში.

16.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომშია
15.06.2015
თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი დაზარალებულებს ეხმარება
10.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი თელავშია
09.06.2015
ალექსი ახვლედიანი სდასუ-ს საპატიო დოქტორი
05.06.2015
P.E.A.K.Y-ის მოძრავი ანიმაცია თბილისი 2015-ის ვებ-გვერდზე