საქართველო
ასევე

ღირსშესანიშნაობები

საქართველო უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა უცხოელთა ინტერესის სფეროს. უძველესი კულტურა, ისტორიული წარსული, ადგილმდებარეობა, სარწმუნოება, თვითმყოფადობა და სტუმარმასპინძლობა ანდამატივით იზიდავდა გამოჩენილ მკვლევარებს, ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და მოგზაურებს. მის შესახებ ცნობები მოიპოვება უძველეს ისტორიულ წყაროებში და მის სახელს მრავალი საინტერესო ფაქტი, ლეგენდა თუ მითი უკავშირდება. საქართველოს წარსული ზღაპარს გავს, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან კეთილი და ბოროტი გმირები, მზეთუნახავები და ჯადოქრები, სადაც ბოროტს კეთილი ამარცხებს და ამ სიკეთის წყალობით დღევანდლამდე მოვიდა ეს საოცარი ქვეყანა - საოცარი ხალხით, ადათ-წესებითა და თვითმყოფადი კულტურით, ეს არის ქვეყანა: