ფესტივალი
ასევე

ხელბურთი

ხელბურთი

ჩატარების ადგილი:

ახალი ხელბურთის დარბაზი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე

წლოვანება:

მონაწილეობენ 1998 და 1999 წელს დაბადებულები


რვა ქვეყნის ნაკრებს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ხელბურთის ტურნირში. თითოეულ ჯგუფში იქნება ოთხ-ოთხი გუნდი.

გუნდში 12 მოთამაშეა (7 მოედანზე და 5 სათადარიგო). შეცვლების ლიმიტი განუსაზღვრელია და მოთმაშეს შეუძლია რამდენჯერმე შევიდეს მოედანზე. ხელბურთს თამაშობენ მხოლოდ ხელებით (მხოლოდ მეკარეს აქვს ბურთის ფეხით მოგერიების უფლება).

ძირითადი აკრძლვებია: ბურთიანად სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა, ბურთიანად ახტომა და დახტომა, უმოქმედოდ ბურთის სამ წამზე მეტხანს ჭერა და რაღა თქმა უნდა უხეში თამაში.

წესების დარღვევისა და უხეში თამაშისათვის გუნდი ისჯება ბურთის ჩამორთმევით, 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, მოთამაშე კი გაფრთხილებით, ორი წუთით ან თამაშის ბოლომდე გაძევებით.