აკრედიტაცია

ინფორმაცია

ინფორმაცია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის აკრედიტაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის მონაწილე პირთა მენეჯმენტს, მათი გადაადგილების შემსუბუქება -გამარტივებას მოქნილი და უსაფრთხო გზით;
  • ფესტივალის მონაწილე  პირებისა და მათი როლების იდენტიფიცირებას;
  • ფუნქციების  შესაბამისად თითოეული მონაწილესთვის კატეგორიის მინიჭებას და დაშვების ზონების განსაზღვრას;
  • არასანქცირებულ პირთა უსაფრთხო ზონებში მოხვედრის შეზღუდვას;
  • ფესტივალის მსვლელობისას აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ეფექტურად და ოპერატიულად გადაჭრას;

პირებს, რომელთაც არ აქვთ დაშვება ოლიმპიური სოფლის საცხოვებელ ზონაში  პასუხისმგებელი პირის  განაცხადის საფუძველზე გადაეცემათ GUEST PASS - ი (სტუმრის ერთჯერადი საშვი). NOC  დელეგაციის სტუმარს  საშვის მისაღებად აუცილებელია თან ახლდეს მისიის ხელმძღვანელი (CdM) ან პასუხისმგებელი პირი Proxy card-ით. არააკრედიტებულების შემთხვევაში GUEST PASS-ის სანაცვლოდ ვიტოვებთ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, რომელიც უბრუნდებათ საშვის დაბრუნებისთანავე. GUEST PASS აქტიურია მხოლოდ მიმდინარე დღეს.

ოლიმპიურ სოფელში ვიზიტის საათებია: 08:00-21:00
ფესტივალის მსვლელობისას მოგემსახურებათ შემდეგი აკრედიტაციის წერტილები:

  • MAC – Hotel next to Athletes’ Village - აკრედიტაციის მთავარი ცენტრი - NOC დელეგაციები;

MAC მდებარეობს ოლიმპიურ სოფელთან არსებულ სასტუმროში
მისამართი: თბილისი, ვაზისუბანი 3მკრ. 2 კვ.
სამუშაო საათები: 20/7/2015-2/8/2015  07:00-22:00

 

  • MAC უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებს: 
            

CdM-ებისთვის აკრედიტაციის ბარათების გადაცემას;
დაკარგვა/დაზიანების შემთხვევაში ახალი  ბარათების დამზადებასა და გაცემას;
დამატებითი საშვების გადაცემას საჭიროების მიხედვით;
აკრედიტაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას;

  • აკრედიტაციის წერტილი სასტუმრო RADISSON BLUE IVERIA – EOC Family სასტუმრო - VIP სტუმრები;

მისამართი: თბილისი, ვარდების მოედანი #1                 
სამუშაო საათები: 24/07/2015-2/08/2015 /08:00-20:00                        

  • აკრედიტაციის წერტილი სასტუმრო HOLIDAY INN - ადგილობრივი და  საერთაშორისო მედია;                               

    მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი #1
    სამუშაო საათები: 24/07/2015-2/08/2015  08:00-20:00

  • აკრედიტაციის წერტილი სასტუმრო NEW TBILISI - მსაჯები/რეფერები, სპორტსმენები და ოფიციალები;

გ.ბალანჩინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. (ამერიკის საელჩოსთან)
სამუშაო საათები: 24/7/2015-2/8/2015  07:00-21:00

სააკრედიტაციო ბარათის მოხმარების წესი:

  • დაუშვებელია პერსონალური სააკრედიტაციო ბარათის გადაცემა სხვა პირზე;
  • აუცილებელია ბარათის მუდმივად  ტარება;
  • მონაწილეები პასუხისმგებლები არიან საკუთარ სააკრედიტაციო ბარათზე. შესაბამისად უნდა ეცადონ, რომ  არ დაკარგონ ან არ დააზიანონ  ბარათი ;
  • სააკრედიტაციო ბარათი უზრუნველყოფს  საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილებას ფესტივალის პერიოდში 25/7/2015-2/08/2015.