გახსნა-დახურვა |
Informationგახსნის ცერემონია ფესტივალის გახსნა გაიმართება 2015 წლის 26 ივლისს 20:15 სთ–ზე მიხეილ მესხის სტადიონზე (ლოკომოტივის სტადიონი); ღონისძიებას, დაახლოებით, 23 000 მაყურებელი დაესწრება. ცერემონიის სავარაუდო ხანგრძლივობა 100 წუთს შეადგენს. გახსნის ცერემონიის პროგრამაში შედის ეაოფ–ის წესდებით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილი, რომელიც მოიცავს სპორტსმენთა საზეიმო მსვლელობას, ცეცხლის ანთებას, ფიცის მიღებას, ძირითად მიმართვებსა და სხვადასხვა პროგრამის მხატვრულ წარმოდგენას, რომელიც აერთიანებს ევროპულ და ქართულ ისტორიულ და ტრადიციულ ელემენტებს. გახსნის ღონისძიება სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ისე სტუმრებისთვის. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ან ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=276098 დახურვის ცერემონია დახურვის ცერემონია გაიმართება 2015 წლის 1–ლ აგვისტოს 21:00 სთ–ზე ოლიმპიურ სოფელში. საორგანიზაციო კომიტეტი სპორტსმენებს ბევრ სახალისო, ამაღელვებელ და დაუვიწყარ ღონისძიებას ჰპირდება. ცერემონიის სავარაუდო ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 წუთია, რომელსაც გამოსამშვიდობებელი წვეულება მოჰყვება. |