ინფორმაცია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ოფიციალური თილისმაა ხოხობი „P.E.A.K.Y”.თილისმის სახელი მარტივად იშიფრება: Peak - მწვერვალი; Youth- ახალგაზრდობა.
რაც შეეხება P.E.A.K.Y-ს ვიზუალს ის კოლხური ხოხობისთვის დამახასიათებელ ფერებშია გადაწყვეტილი.ხოლო თავად ხოხობი 2015 წლის ფესტივალის მასპინძელი ქალაქის, თბილისის, დაარსების ლეგენდასთანაა კავშირში.ასევე ხოხობი ასოცირდება ახალგაზრდულ სისწრაფესა და სისხარტესთან.