უსაფრთხოება

ინფორმაცია

უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი ამოცანაა ევროპის ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის  მონაწილეთა და დამსწრეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება ფესტივალის მიმდინარეობისას 24 საათის განმვალობაში (24/7 რეჟიმში).    

აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაზე დიდი სამუშაოები ჩასატარებელი იქნება ე.წ. ოლიმპიურ  სოფელში, სადაც განთავსებული იქნებიან 4000-მდე ფესტივალში მონაწილე  სპორტსმენი და მათი თანმხლები პირები. ოლიმპიური  სოფლის მთელი პერიმეტრი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებითა და დანადგარებით ( ვიდეო კამერები, შლაგბაუმები, ბარგისა და ადამიანის სკანირების დეტექტორები და სხვა).

ოლიმპიური სოფლის და სპორტული არენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილე ძალებს (უსაფრთხოების დეპარტამენტისა და დაცვის თანამშრომლებს)  ეცმევათ  ფესტივალის ლოგოიანი მაისურები და ჟილეტები, ხოლო დაცვის თანამშრომლებს ექნებათ შესაბამისი სპეც.აღჭურვილობა. ოლიმპიურ სოფელში და სპორტულ არენებზე მკაცრად გაკონტროლდება მომსახურე პერსონალი, სპორტსმენები და ტრანსპორტი, რათა იქ არ მოხვდნენ პირები შესაბამისი საშვებისა და ბეიჯების გარეშე.

ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებში და იმ სპორტულ ობიექტებზე, სადაც ჩატარდება შეჯიბრებები, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს უსაფრთხოების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური. ასევე, ზემოთ ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებზე და ტერიტორიებზე თვალსაჩინო ადგილებზე განთავსებული იქნება საევაკუაციო გეგმები და აკრძალული ნივთების, საგნების, საშუალებების ნუსხა.

ოლიმპიურ სოფელში მოეწყობა „უსაფრთხოების მართვის ცენტრი“, სადაც  იქნება სპეციალური მონიტორები და შემოვა ინფორმაცია  ოლიმპიური სოფლის  პერიმეტრზე და  შიდა ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან. ოლიმპიური სოფლის უსაფრთხოებაში ჩართული იქნება დაახლოებით 180, ხოლო მთლიანად ფესტივალში მონაწილეთა უსაფრთხოებას და დაცვას უზრუნველყოფს  600-ზე მეტი დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომელი.

ფესტივალში მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უსაფრთხოების დეპარტამენტი ასევე გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თბილისის იმ სასტუმროებში, სადაც განთავსებული იქნებიან VIP სტუმრები. იმ VIP სტუმრებისთვის, რომლებსაც პირადი დაცვის უფლება აქვთ, შესაბამისი სამსახური იქნება შეთავაზებული.

უსაფრთხოების ღონისძიებებში აქტიურად იქნებიან ჩართული შს სამინისტროსა და სხვა სპეცსამსახურების თანამშრომლები. ასევე მზადყოფნაში იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები.

ზემოთ აღნიშნული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის 2015 წლის ივლისის თვეში ჩატარდება სპეციალური ტრეინინგები ყველა იმ ძალებისათვის, რომლებიც ჩართულები იქნებიან ფესტივალის მონაწილეთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში.

საქართველოში პოლიციის და სასწრაფო დახმარების ტელეფონია: 112

საკონტაქტო პირი:  აკაკი მწითურიძე 
მობ: 595 033434  
ელ.ფოსტა: