საქართველო
ასევე

თბილისი

საქართველოს დედაქალაქი თბილისი, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად, 21-ე საუკუნეში ახლი იმიჯით შევიდა. განახლებული იერსახე ქალაქს თანამედროვეს ხდის, თუმცა ის ინარჩუნებს თავის სტილს, ტრადიციებს და წარსულს, რაც ბევრად მომხიბლავს ხდის მას. შთამბეჭდავი შენობები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, კაზინოები, ქუჩები, სკვერები, ხიდები, პარკები, რეკრეაციული ზონები და ახალი ბიზნეს ცენტრები ქალაქს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.

ქალაქის ისტორიული ცენტრი „ძველი თბილისი“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ნაწილია. ცხოვრება აქ არასდროს ჩერდება, ხალხმრავალი ქუჩებით, ტურისტებით და სხვადასხვა გასართობი საშუალებით, საუკეთესო ადგილია შეხვედრებისთვის.