ახალი ამბები

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარემ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა

23.02.2015
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარემ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარემ ჯოზეფ ლიბამ სპორტული ობიექტების ინსპექტირების შემდეგ თბილისი 2015 თავჯდომარე ალექსი ახვლედიანთან ერთად ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა.

ლიბას შეფასებით, კომიტეტის წინა ვიზიტთან შედარებით ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტებზე პროგრესი აღინიშნება.

"დღეს ჩვენ დავასრულეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტების ინსპექტირება. მდგომარეობა შევამოწმეთ, თუ რამდენად მზად იქნებიან ივლისის ბოლოსთვის ფესტივალის ჩასატარებლად. დიდი პროგრესი შეიმჩნევა წინა ვიზიტის შემდეგ. წინსვლა აღინიშნება როგორც სპორტსმენთა სოფლის მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე სპორტული ობიექტების კუთხითაც. ბოლო ინსპექტირების დროს გარკვეული პრობლემები არსებობდა ხელბურთისა და ცურვის სპორტულ ბაზებთან დაკავშირებთ, მაგრამ დღეს დავინახე, რომ არსებობს დიდი პროგრესი და ეს დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ევროპის ოლიმპიური საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015" –ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის თქმით, სადამკვირვებლო მისია დარწმუნდა, რომ ახალგაზრდულ ფესტივალს თბილისში საფრთხე არ შეექმნება.

"ღონისძიების წინ ფაქტობრივად ეს არის ბოლო ინსპექტირება. როგორც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიის წევრებმა განაცხადეს, ყველა სამუშაო, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ საორგანიზაციო საკითხები, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით, უფრო მეტიც, ჩვენ ბევრ ინფრასტრუქტურულ ნაწილში წინსწრებაც კი გვაქვს. სადამკვირველო მისია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არანაირი საფრთხე არ შეიქმნება და თბილისში იქნება ერთ-ერთი უმაღლესი და საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22 თებერვალს ესტუმრა.  მან მშენებარე კომპლექსის ოლიმპიურ სტანდარტებთან შესაბამისობა შეამოწმა. დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ლევან ყიფიანთან და თბილისის მერთან დავით ნარმანია.

04.04.2015
ორი სპორტული არენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო
02.04.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია „აირზენა“ გახდა
27.03.2015
იხილეთ 2014 წლის 27 აპრილის გამოცემა
24.03.2015
მემორანდუმი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან
03.03.2015
თბილისი 2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა