ახალი ამბები

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ -მინისტრს შეხვდნენ

23.02.2015
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ -მინისტრს შეხვდნენ

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ და კომისიის მენეჯერმა კატერინა ნიცოვამ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო ინსპექტირების შედეგების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „თბილისი 2015“ მაღალი სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.

შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.

ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე, ჯოზეფ ლიბა და კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა საქართველოს 22 თებერვალს ეწვივნენ. მათ ადგილზე დაათვალიერეს ოლიმპიური სოფლის ტერიტორია და და ყველა ის მშენებარე სპორტული კომპლექსი, სადაც სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. ერთ კვირიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თბილისი მერთან დავით ნარმანიასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ლევან ყიფიანთან, ასევე  თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის პასუხისმგებელ პირებთან.  

04.04.2015
ორი სპორტული არენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო
02.04.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია „აირზენა“ გახდა
27.03.2015
იხილეთ 2014 წლის 27 აპრილის გამოცემა
24.03.2015
მემორანდუმი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან
03.03.2015
თბილისი 2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა