ახალი ამბები

მოხალისეთა რეგისტრაცია დასრულდა.

01.03.2015
მოხალისეთა რეგისტრაცია დასრულდა.

ძვირფასო მოხალისეებო, გაცნობებთ, რომ მოხალისეთა რეგისტრაცია დასრულდა. დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი აქტიურობა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გადადის ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მოხალისეთა გადარჩევასა და პოზიციებზე გადანაწილებას, რომელიც მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სულ რეგისტრაცია გაიარა 6916-მა მოხალისემ. მათ შორის საქართველოს მოქალაქეა 5750, ხოლო სხვა ქვეყნების - 1166 ადამიანი. აღნიშნულ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ჩინეთი, ბრაზილია, კატარი, სირია და სხვა. რაც შეეხება მოხალისეთა ასაკობრივ მონაცემებს, ასაკით ყველაზე უფროსი მოხალისე არის 78 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი - 10-ის.

მოხალისეთა დეპარტამენტის სახელით ფესტივალში დარეგისტრირებულ ყველა მოხალისეს მადლობას გიხდით აქტიურობისთვის და გვჯერა, რომ თქვენი წვლილი განმსაზღვრელი იქნება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბული სპორტული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.

04.04.2015
ორი სპორტული არენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო
02.04.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია „აირზენა“ გახდა
27.03.2015
იხილეთ 2014 წლის 27 აპრილის გამოცემა
24.03.2015
მემორანდუმი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან
03.03.2015
თბილისი 2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა