ახალი ამბები

თბილისი 2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა

03.03.2015
თბილისი  2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თანაშრომლები  ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიაროს საჩუქრებით ეწვივნენ. ახალშობილებს სხვადასხვა ბრენდირებული სამოსი და საჩუქრები თბილისი 2015-მა და  ფესტივალის მთავარმა სპონსორმა  კოკა-კოლამ და პლატინის სპონსორმა ნაბეღლავმა უსახსოვრეს.

მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები ახალბედა დედამ და თბილისი 2015-ს წარმომადგენელმა გააკეთა.

,,მივიღეთ ძალიან სასარგებლო და საჭირო საჩუქრები ახალშობილებისთვის. დიდი მადლობა საორგანზიაციო კომიტეტს ამ საჩუქრებისთვის და ამ დღის გალამაზებისთვის,’’ განაცხადა ახალბედა დედამ ლიკა ლიპარტენიანმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

,,ყველა დედას ვულოცავთ დედის დღეს. ეს თაობა 2015 წელს მოევლინა ქვეყანას, ყველაზე მნიშვნელოვან წელს, ოლიმპიურ წელს.  წელს საქართველო მასპინძლობს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას და დედებისგან მივიღეთ პირობა, რომ პატარებს დედებთან ერთად ვიხილავთ გულშემატკივართა შორის,“ განაცხადა თბილისი 2015-ს წარმომადგენელმა ანი გიუნტერმა. 

მეორე წელია თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი დედის დღეს აღნიშნავს. წინა წელს დედის დღეს განსაკუთრებული საჩუქრები ჩაჩავას კლინიკის სამშობირაოში დაბადებულ ჩვილებს და მათ დედებს გადაეცათ .

04.04.2015
ორი სპორტული არენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით პირველი დასუფთავების აქცია მოეწყო
02.04.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია „აირზენა“ გახდა
27.03.2015
იხილეთ 2014 წლის 27 აპრილის გამოცემა
24.03.2015
მემორანდუმი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან
03.03.2015
თბილისი 2015-მა დედის დღე ახალშობილებს და მათ დედებს მიულოცა