ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა სპორტული არენები დაათვალიერა

23.06.2015
პრემიერ-მინისტრმა სპორტული არენები დაათვალიერა

23 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის სამთავრობო კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის კანცელარიის შენობაში გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა მოისმინეს საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარის ალექსი ახვლედიანისგან ფესტიავლის მზადების საორგანიზაციო საკითხის შესახებ ინფორმაცია.
ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დაუგეგმავად მიიღო.

მთავრობის მეთაური ოლიმპიურ სოფელს ეწვია, შემდეგ კი „თბილისი 2015"-ისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ობიექტები-მძლეოსნობის დარბაზი, ტანვარჯიშის არენა, საცურაო აუზი, ფრენბურთის არენა მოინახულა და გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებას.

„ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და ამავდროულად უზარმაზარი პრივილეგია. დამამათავრებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხდება დასუფთავება. ველოდებით ოლიმპიადას და ველოდებით ბევრ სტუმარს, თბილისი ივლისის ბოლოს იქნება ძალიან დატვირთული. ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ორ კვირაში ველოდებით უეფა-ს სუპერ თასის ფინალს, რაც ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოვიდეს თბილისში,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლიმპიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ორ კვირაში დასრულდება.

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.

30.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ჩხოროწყუშია
23.06.2015
პრემიერ-მინისტრმა სპორტული არენები დაათვალიერა
22.06.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება
19.06.2015
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების საგანგებო ვიზიტი
16.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომშია