ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი ჩხოროწყუშია

30.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ჩხოროწყუშია

დღეს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჩხოროწყუში გაიმართა. ჩხოროწყუ 54 ქალაქია სადაც ოლიმპიური ცეცხლი შევიდა. 26 მაისიდან მოყოლებული ცეცხლი შემდეგ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ესტუმრა. ესენია: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, წალკა,ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყაზბეგი, ფასანაური, თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, კასპი, გორი, ბორჯომი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული, თერჯოლა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი, სენაკი, აბაშა , მარტვილი.

ხვალ ცეცხლის ესტაფეტა ზუგდიში გაიმართება., რომელშიც მონაწილეობას 13 მეჩირაღდნე მიიღებს მათ შორის არიან მსოფლიოს მრავალზგის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია და სხვა გამოჩენილი სპორტსმენი. საღამოს 8 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა, მთელი საქართველოს მაშტაბით, 26 მაისს დაიწყო. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო - ცეცხლი, საზეიმოდ 26 მაისს, საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული - ვაზის ფოთლებითა და ყურძნის მტევნებით.

30.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ჩხოროწყუშია
23.06.2015
პრემიერ-მინისტრმა სპორტული არენები დაათვალიერა
22.06.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება
19.06.2015
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების საგანგებო ვიზიტი
16.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომშია