ახალი ამბები |
სპეციალური და არაგეგმიური ვიზიტით თბილისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის COCOM წევრები ჯოზეფ ლიბა და კატერინა ნიცოვა ეწვივნენ. ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართეს შეხვედრა პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და მოინახულეს ის სპორტული ობიექტები, რომლებიც 26 ივლისი -1 აგვიტოს პერიოდში ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. საკოორდინაციო კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა:„საორგანიზაციო კომიტეტს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, რადგან რჩება სულ ცოტა დრო. მაგრამ ისინი გრძნობენ თითოეული ადამიანის, მედიის მხარდაჭერას. მე მხოლოდ ერთს დავამატებ, „თბილისი 2015“-ს შესანიშნავი გუნდი ჰყავს!“ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი: „ეს არ არის დაგეგმილი შეხვედრა... 13 ივნისის სტიქიურმა უბედურებამ ევროპის ქვეყნებში დიდი შეშფოთება და მწუხარება გამოიწვია, ამიტომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკის გადაწყვეტილებით, თბილისში საკოორდინაციო კომისიის წევრები ჩამოფრინდნენ. მათ დაათვალიერეს ყველა ვენიუ და დარწმუნდნენ, რომ ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ეს გამოცდა ჩვენმა მშენებლებმა ჩააბარეს. თქვენ იცით, რომ ჩოგბურთის კორტები უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობენ. ამჟამად ყველა სპორტული არენა პრაქტიკულად დასრულებულია, მონტაჟდება უსაფრთხოების სისტემა.“ |
30.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ჩხოროწყუშია
23.06.2015
პრემიერ-მინისტრმა სპორტული არენები დაათვალიერა
22.06.2015
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება
19.06.2015
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების საგანგებო ვიზიტი
16.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ბორჯომშია
|