May
14
მსოფლიო მძლეოსნობის დღე
მსოფლიო მძლეოსნობის დღისადმი მიძღვნილ შეჯიბრში ის ახალგაზრდა სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან.
May
10
საქართველოს საგაზაფხულო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ხელბურთში
7 მაისს, სპორტკომპლექს “არენაში” 1998-1999 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ხელბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ღონისძიებას “თბილისი 2015″-ის და სპორტისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები დაეწრნენ. საქართველოს პირველობაში ყველა რეგიონის 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში თბილისის გუნდები – “კორიდა” და “მერანი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფინალი “კორიდას” გამარჯვებით დასრულდა.
