ახალი ამბები

თურქეთის გოგონათა ფრენბურთელთა ნაკრები ოქროს მედალოსანია

01.08.2015
თურქეთის გოგონათა ფრენბურთელთა ნაკრები ოქროს მედალოსანია

თბილისის ახალგაზრდული ილიმპიური ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა სერბეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველ ორ სეტში თურქებმა გაიმარჯვეს (25-22) (25-11). მესამე და მეოთხე სეტში სერბეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო (26-24) (25-19). გადამწყვეტი ბოლო, მეხუთე სეტი აღმოჩნდა, რომელშიც თურქმა ფრენბურთელებმა ანგრიშით 15-8  მოიგეს.

,,ძალიან ბედნიერები ვართ. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე  მე-4 ადგილი დავიკავეთ.  ახლა გავიმარჯვეთ და ოქროს მედალოსნები ვართ,’’- განაცხადა თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა (Bededtenlioglu Mehmet).

თურქ ფრენბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი ზაჰრა გუენესი (Zahra Guenes) იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.

თურქეთის ეროვნულმა გუნდმა, თბილისი 2015-ზე, ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა.

01.08.2015
ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება
01.08.2015
თბილისი 2015-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი ოლიმპიურ სოფელში
01.08.2015
იანეზ კოსიანჩიჩის სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე
01.08.2015
ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები
01.08.2015
ბოსიო-პერინის იტალური დუეტი ჩემპიონი გახდა