ახალი ამბები

შვეიცარიელი ტანმოვარჯიშე მორენო კრატერი ოქროსმედალოსანია

01.08.2015
შვეიცარიელი ტანმოვარჯიშე მორენო კრატერი ოქროსმედალოსანია

სპორტულ ტანვარჯიშში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში, ვაჟთა შორის ღერძზე ვარჯიშის ჩემპიონი 14.050 ქულითა და აშკარა უპირატესობით შვეიცარიელი, მორენო კრატერი(Moreno Kratter) გახდა.

ინდივიდუალური იარაღების ფინალში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. გოგონებმა ორზე, ხოლო ვაჟებმა სამ იარაღზე იასპარეზეს.  გამოკვეთილი ფავორიტები ბრიტანელი,  რუსი და ბელგიელი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა  პირველი ადგილი შვეიცარიელ მორენო კრატერს (Moreno Kratter) ერგო. ვერცხლის მედალი, 13.850 ქულით ლორენცო რეგინი-მორანმა (Lorenzo Regini-Moran) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი 13.800 ქულით იტალიელი ლორენცო გალი (Lorenzo Galli) გახდა.

ბჯენითი ხტომების ჩემპიონატში, მესამე ადგილი დმიტრი გოვოროვმა(Dmitri Govorov) დაიკავა და საქართველოს მეხუთე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. ჩემპიონი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

 გოგონათა შორის დვირისა და თავისუფალი ვარჯიშის ჩემპიონი აქსელ კლინკერტი( Axelle Klinkaert) გახდა. ორძელზე ვარჯიშში კი ოქროს მედალი ჯო ფრეიზერმა( Joe Fraser) მოიპოვა.

სპორტულ ტანვარჯიშში, თბილი 2015-ის ფარგლებში ყველაზე ტიტულოვანი სპორსტსმენები რუსი დარინა სკრიპნიკი( Daria Skrypnik) და ბრიტანელი ჯო ფრეიზერი( Joe Fraser)  იყვნენ.  მათ ანგარიშზე სამ-სამი ოქროს მედალია.

თბილისი 2015- ის ფარგლებში სულ მედლების 14 კომპლექტი გათამაშდა. გოგონათა შორის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთი, ხოლო ვაჟებს შორის დიდი ბრიტანეთი გახდა. მრავალჭიდის ჩემპიონატშიც, ვაშთა შორის გამარჯვებული ბრიტანელი ჯო ფრეიზერი, ხოლო გოგონებში რუსი დარინა სკრიპნიკია.

01.08.2015
ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება
01.08.2015
თბილისი 2015-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი ოლიმპიურ სოფელში
01.08.2015
იანეზ კოსიანჩიჩის სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე
01.08.2015
ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები
01.08.2015
ბოსიო-პერინის იტალური დუეტი ჩემპიონი გახდა